English / ქართული / русский /
ალფრედ კურატაშვილი
საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინოვაციური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები

რეზიუმე

სამეცნიერო ნაშრომში შემოთავაზებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინოვაციური სოციალურად გამიზნული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ავტორის მიერ შექმნილი პრინციპულად ახალი მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძვლები.
განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო ნაშრომში გამახვილებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გარეშე – არ არსებობს სოციალური განვითარება, რაც ეჭვს არ იწვევს.
ამასთანავე, ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარება – შეუძლებელია თავის თავად ნიშნავდეს სოციალური განვითარებას, და შეუძლებელია, რომ ის ავტომატურად ემსახურებოდეს სოციალური განვითარებას.
კერძოდ, სამეცნიერო ნაშრომში აღნიშნულია, რომ თუ, მაგალითად, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლად ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა, მაშინ ეს ყოველთვის ვერ იქნება ასევე საზოგადოებაში და სახელმწიფოში სოციალური განვითარების მაჩვენებელი, ხოლო, ზოგჯერ, პირიქითაც კი (?!).
მნიშვნელოვანია აქ აღინიშნოს, რომ თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა უდავოდ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მაგრამ თუ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა წარმოადგენს ადამიანების – ხალხის – ძარცვის შედეგს, მაგალითად, სახელმწიფოში აზარტული ეგრეთ წოდებული “თამაშების” დაშვების გზით, სახელმწიფოში საფინანსო-საკრედიყო ორგანიზაციების თაღლითური ქმედებების დაშვების გზით და ა.შ., მაშინ ასეთი თითქოსდა “ეკონომიკური განვითარება” არის სახელმწიფო ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების შედეგი, რომელმაც დაუშვა სახელმწიფოში ანტისოციალური – აშკარად კრიმინალური – ქმედებები საზოგადოებაში და სახელმწიფოში (?!).
ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ აღნიშნული კრიმინალური ქმედებები წარმოადგენს მძარცველური კაპიტალიზმის გამოვლინებას.
ამასთანავე, მძარცველური კაპიტალიზმი ყველაზე უფრო მძარცველურად მჟღავნდება ფსევდოსოციალიზმის ველური კაპიტალიზმის ნიადაგზე განაყოფიერების პირობებში და შედეგად, ანდა, სხვანაირად თუ ვიტყვით, ველური კაპიტალიზმის აღორძინებისა და ფსევდოსოციალიზმის ნიადაგზე განაყოფიერების პირობებში და შედეგად.
მაშასადამე, აუცილებელია ბრძოლა საზოგადოებაში და სახელმწიფოში მძარცველური კაპიტალიზმის აღმოფხვრისათვის, აზარტული ეგრეთ წოდებული “თამაშების” აღმოფხვრისათვის, საზოგადოებაში და სახელმწიფოში საფინანსო-საკრედიყო ორგანიზაციების თაღლითური ქმედებების აღმოფხვრისათვის და ა.შ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე იმაზე, რომ ნაცვლად აღნიშნულ კრიმინალურ ქმედებებთან ბრძოლისა, ვიწრო “ეკონომიკურად” მოაზროვნე პირები – და, მათ შორის, მეცნიერების სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლები – “ამართლებენ” აღნიშნულ სისხლის სამართლებრივად დასჯად დანაშაულებრივ ქმედებებს შემოსავლებით, რომელთა მიღება ხდება ხალხის ძარცვისა და დამონების ხარჯზე (?!).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჭეშმარიტად სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სოციალური მიზნისადმი დაქვემდებარებისათვის, ავტორს აუცილებლად მიაჩნია, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინოვაციური სოციალურად გამიზნული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ეფუძნებოდეს პრინციპულად ახალ მსოფლმხედველობრივ და პოლიტიკურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საზოგადოებისა და სახელმწიფოს ასეთი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლებად სამეცნიერო ნაშრომში შემოთავაზებულია ავტორის მიერ შექმნილი – სოციალური მიზნის ფილოსოფია, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია.